“ამ 11 წლის განმავლობაში როგორ შეგაძულათ ერთმანეთი მამაძაღლმა სეთურმა”

პოეტი შალვა ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აგვისტოს ომის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“1992-93 წლებშიც ეგრე იყო
მთელი ერთი წლის მანძილზე ომში ვიყავი
დავიჭერი
ვიმკურნალე და ისევ ომში
ჰოდა
დამარცხებული და იმედგაცრუებული რომ ჩამოვედი თბილისში
ჯერ უნივერსიტეტის რექტორმა მითხრა
სამშობლოს სიყვარული ავტომატით ტყე-ტყე სირბილი არააო
აგე შენი ტოლები და კურსელები თბილისში ჩამოვიდნენ და
აქ აგრძელებდნენ სწავლასო
სამშობლოს განათლებული ადამიანი სჭირდება
და არა – სამხედროფორმიანი ყაჩაღიო
აიღო და ჩამტოვა იმავე კურსზე
ომის დაწყებამდე რომელზეც ვიყავი

მერე რაღაც კანონი გამოვიდა
და ომის მონაწილეები კურსიდან კურსზე უგამოცდოდ გადაჰყავდათ
ჩემი კურსის 35-ვე გოგონამ ეგრევე დადო საბუთი
რომ ომის დროს მედდებად მუშაობდნენ
და მხარში ედგნენ გმირ მებრძოლებს

გმირი მებრძოლებიც სიაც შეცვლილი იყო უკვე
და, თბილისური ლტოლვილობის ერთი წლისთავზე,
ომის მონაწილისა და გმირის საბუთი
უკვე ყველას ჰქონდა
16 წლის ბავშვებიდან დაწყებული და
75 წლის ბაბუებით გაგრძელებული
ყველას
ჩემს 16 წლის ძმასაც
მის კლასელებსა და მისი კლასელის ბაბუებს
ყველა ომის მონაწილე და ვეტერანი იყო

დღესაც ეგრეა
იმ ომში გმირები იბრძოდნენ
და ისევ სხვები ითბობენ უტრაკო ტანებს მათ ტრაგედიებზე

ამ დღეს მაინც შეეშვით ერთმანეთის ლანძღვასა და ბრალდებებს
გახსოვდეთ, რომ არავისზე უკეთესები თქვენ არ ხართ
და არც ისინი არიან ვინმეზე უარესები
ვინც თქვენ “რუსეთუმედ” ან “მიშას მონად” მიგაჩნიათ
მოინდომეს აქ “გვირილას” თამაში
უყვარვარ-არვუყვარვარ
იმან დაიწყო-ამანდაიწყო
იმას თუ ატყობთ
ამ 11 წლის განმავლობაში როგორ შეგაძულათ ერთმანეთი
მამაძაღლმა სეთურმა
და იმ მამაძაღლის ჩამომთრევმა?

და ტვინი ნუ მოტ*ანით თქვენი პატრიოტიზმით
იცხოვრე ფეხბურთით
ისიამოვნე ფეხბურთით
უგულშემატკივრე “დინამოს”!!! “, – წერს ბაკურაძე სოცქსელშ

კომენტარები

სხვა სიახლეები