ბრიტანელმა მომღერალმა, Jessie J-მ Black Sea Arena-ზე ქართველ მსმენელს როგორც ძველი, ასევე საკუთარი, უახლესი ჰიტები შესთავაზა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ კონცერტიდან მიღებული ემოციები საკუთარ „ფოლოვერებს“ გაუზიარა და ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა სიყვარულისთვის.
“ენერგია გიჟური იყო!!! ჩემი პირველი შოუ საქართველოში და ბილეთები მთლიანად გაიყიდა! თქვენ სავსე იყავით სიყვარულით! მადლობა! მადლობა! მადლობა!”, – წერს მომღერალი.