ავიაკომპანია British Airways-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვალენსიაში საგანგებოდ დაეშვა.
ამის მიზეზი თვითმფრინავის სალონში დაკვამლიანება გახდა – წერს Daily Mirror-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მგზავრებმა სალონი გასაბერი ტრაპის დახმარებით დატოვეს. ლაინერს აეროპორტში სახანძრო ბრიგადები დახვდნენ.
Europa Press-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი კვამლით მოიწამლა, ისინი საავადმყოფოში მოათავსეს, 10 მგზავრი კი თვითმფრინავის დატოვების დროს დაშავდა.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.