Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა — ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge წერს. Disney Company CIS ევროპაში, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) მდებარე დისნეის კომპანიის მოსკოვის ფილიალია, ის დისნეის არხის რუსულ ვერსიას ფლობს და ამუშავებს.
აბაშიძემ “დისნეიში” მუშაობა 2008 წელს დაიწყო, მას EMEA-ს ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია ეკავა.
მოგვიანებით, 2014 წლიდან ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა.
კახაბერ აბაშიძე წლების წინ, Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაშიც მუშაობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა