“რუსთავი2″ ხო შენობა არ არი?!” – რას წერს ჩცდ-ს მსახიობი სტრასბურგის სასამართლოს განაჩენზე

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი, ანი ტყებუჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მსახიობი “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“რა ვთქვა და რამდენჯერ, უკვე აღარ ვიცი, რატო არ გვაქ ამ ქვეყანაში საშუალება, მშვიდად აკეთო შენი საქმე, ის, რაც იცი და გამოგდის. “რუსთავი2” ხო შენობა არ არი?!, როგორ ფიქრობთ, ამხელა ინფორმაცია, გამოცდილება და რეიტინგი კედლებში რჩება?! ნეტა მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! მადლობა, გოგოებო და ბიჭებო, თითოეული საათისთვის, როდესაც დროის ოჯახთან ერთად გატარების მაგივრად იყავით წვიმაში, ცეცხლში, წყალდიდობაში, ტყვიებსა და ომში იმისთვის, რომ ვინც სახლში ვისხედით ამ დროს, გაგვეგო, რა ხდება და რატომ “, – წერს მსახიობი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები