ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა – ”მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ…”

ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოს და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისძის მეგობარია. მამა ანთიმოზი წერდა: ”დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო” – რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

– ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?
– ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

– თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?
– რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.
– ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?
– სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

– არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.
– უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს – არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
– თქვენ კარგად გრძნობდით თავს სამოსში და დისკომფორტი არ გქონიათ?
– რა თქმა უნდა, კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა.
– ჩემი აზრით, თქვენ თამამი ნაბიჯი გადადგით.
– რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.

– დამეთანხმებით, ყველა არ გამოდის სცენაზე საცურაო კოსტიუმით.
– ყველა არ გამოდის, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა.
– მე ეს სამოსი საცურაო კოსტიუმად აღვიქვი და თქვენ რას დაარქმევდით?
– ეს ”კუპალნიკის” ტიპის სამოსია.

– მამა ანთიმოზის გამოეხმაურა თქვენს ჩაცმულობას.
– მამაოს გამოხმაურებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარია, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები