“ოსტატურად გადავყავართ ქართული გეი რომანის სამყაროში”, – ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს
წლევანდელ კანის კინოფესტივალზე ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა შედგა. ფილმს კრიტიკოსებისა და მაყურებლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. დადებითი კომენტარები მიიღეს ფილმის მსახიობებმაც. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა.
“ნიჭიერი, ის თავის როლს დახვეწილად ასრულებს და ოსტატურად გადავყავართ ამ ქართული გეი რომანის სამყაროში….”, – აღნიშნა რედაქციამ.
ცნობისთვის, ფილმი And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელსაც მსახიობი ლევან გელბახიანი თამაშობს. ის რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.