მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დღეს ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას დაბადებას თითქმის მთელი მსოფლიო ელოდებოდა, რა თქმა უნდა არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. გთავაზობთ სახალისო გამოხმაურებებს ქართული ინტერნეტსივრციდან.
„ერთი ჩასახვას და მშობიარობას არ დავსწრებივარ, თორემ მთელი 9 თვე მოვლენათა ეპიცენტრში ვიყავი“
„დაიბადა კიდევ ერთი არაფრისმკეთებელი და ინგლისის ბიუჯეტის მჭამელი“
„აბა წავიდა შამპანურები „კაპოტზე“
„ნეტა მე ვყოფილიყავი მაგის ვაჟი“
„თოფის სროლის ხმა კი მოდიოდა და ვერ მივხვდი საიდან“
„გიორგი დაარქვეს?“
„როგორ მოხდა რომ ლაივში არ აჩვენეს“
„ჰარი და უილიამი სამშობიაროსთან მანქანის საბარგულზე ქეიფობენო, BBC-მ თქვა“
„ხუჭუჭას ველოდები, თან შავტუხას. ელისაბედის შოკი მინდა ვნახო“
„დაზღვევა უფინანსებს?“
„სტატიის გახსნა მეზარება და ქმარი დაესწრო თუ იცით?“
„გაგუაში წევს ვისაც ნახვა გინდათ“
„ცხვარი და ოციანი ჩემზეა დღეს ხომ ჰარიჩის დაბადების დღეა“