როგორ ხუმრობს გოცირიძე მმართველი გუნდიდან კვაჭანტირაძე-კობერიძის წასვლაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, ზვიად კვაჭანტირაძისა და ლევან კობერიძის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას სარკასტულ პოსტს უძღვნის.
„საოცარი ამბავი მომხდარა თბილისის ერთ-ერთ უბანში. ყველას გვახსოვს დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ამბავი. მას შემდეგ, რაც მან დატოვა ”ქართული ოცნება”, განსაკუთრებული სითბოთი დაუწყეს მისალმება მეზობლებმა, ხოლო მის ძაღლს მეზობლის ძაღლებმა და კატებმა.
არანაკლები სასწაული მომხდარა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. თურმე, მის ეზოში, შვიდი წლის განმავლობაში პირველად აყვავდა ნუშის ხე. წინ კიდევ ბევრი საოცრება გველოდება“,- წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები