პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილი, პრინცესა შარლოტა 4 წლის გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაბადების დღესთან დაკავშირებით შარლოტას 3 ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც მას დედამ ლონდონში, კენსინგტონის სასახლესა და ნორფოლკის მამულში გადაუღო.
სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს.