რომელი ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო ჯენიფერ ლოპესმა ახალ კლიპში

49 წლის ამერიკელი მომღერალი – ჯენიფერ ლოპესი მუდამ ახერხებს ფორმაში ყოფნასა და გულშემატკივრების გაოცებას. ცოტა ხნის წინ, ჯენიფერის ახალმა სიმღერამ – ,,Medicine” ინტერნეტსივრცე დაიპყრო. კლიპში მომღერლის ჩაცმულობით აღფრთოვანებული ფანების განსაკუთრებული მოწონება შავმა კაბამ დაიმსახურა, რომელიც ქართველ დიზაინერს, დავით კომახიძეს ეკუთნის. KOMA-ს დახვეწილ კაბას მომღერალმა Philip Plein-ის ფეხსაცმელი შეუხამა, რომლის დიზაინიც იდეალურად ერწყმოდა კაბის გაფორმებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები