დღეს სოციალურ ქსელში დეპუტატ ემზარ კვიციანის ვიდეო გავრცელდა. კვიციანს, შემთხვევით, საწოლში Facebook Live ჩაერთო. რა თქმა უნდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და კვიციანი სახალისო კომენტარებით შეამკეს.
“მიდი და ამის აღრიცხვის იმედად იყავი ახლა შეყვარებული ადამიანი”
“წითელქუდა კვიციანი”
“უი სახლში გათბობა არ აქვს ალბათ და თავზე სცივა”
“მერე იტყვიან პირად კადრებს სხვები უღებენო”
“ნეტა არ დამიჭერდნენ ამის გამო”
“ამის პატრონს ამას სათამაშო მობილური უნდა მისცენ ჯერ ისწავლოს”
“ე ბიჭო ინსტრუქცია არ მოყვა მაგ ტელეფოონს?”
“მთავარი მაშვალი ავად გამხდარა”
“დაიძინე ემზარ ნუ ცელქობ”
“ტვინი არ დაგებნას”
“სვანი შევიდა ინტერნეტში და დაიკარგა….არანაირი ანეკდოტი, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული”
“ხანში შესულ მეშვიდე ჯუჯას ჰგავს”
“უსკდება თავი ერის გამრავლებაზე ფიქრით”