როგორ გადაარჩინეს თინეიჯერებმა 8 წლის ბიჭი ( ვიდეო)

რომ არა რამდენიმე გულადი თინეიჯერი, 8 წლის ბიჭი, რომელიც ვანკუვერში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალებდა, უბედურ შემთხვევას შეეწირებოდა.
როგორც ირკვევა, 8 წლის ბიჭუნა საბაგიროს გონდოლით მგზავრობისას გადმოვარდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საბაგიროზე ეკიდა.
საბედნიეროდ იქვე 14 წლის ჯეიმს მაკდონალდი და მისი მეგობრები აღმოჩნდნენ, მაშველების მოსვლამდე მათ პირველადი დახმარების გეგმა შეიმუშავეს და მყისიერად განახორციელეს. მათ დაინახეს, რომ ბიჭი უკვე ვეღარ ახერხებდა თავის შეკავებას, ხელები უცურდებოდა და პანიკაშიც იყო. ის რამდენიმე მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდებოდა და შესაძლოა, მძიმე დაზიანებებიც მიეღო. მოზარდებმა იქვე განიერი დასაფენი მონახეს და გადაწყვიტეს, გაეშალათ, რათა ბიჭი უსაფრთხოდ დაცემულიყო მასზე. თინეიჯერებმა გეგმა წარმატებით განახორციელეს და მაშველებს 8 წლის ბიჭი უვნებელი დაახვედრეს.

https://www.youtube.com/watch?v=WSPUmgYeRBs&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები