გერმანიის მოქალაქემ ლატარიაში 63,2 მილიონი ევრო მოიგო

გერმანიაში, რეინლენდ-პფალცში მცხოვრებმა მოქალაქემ ლატარიაში 63,2 მილიონი ევრო მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ლატარიის კომპანიამ გაავრცელა.
კომპანია Eurojackpot გათამაშებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით 2012 წლიდან ატარებს. გამარჯვებულების შესახებ კი ინფორმაციას ყოველ კვირას, პარასკევს ასაჯაროებენ.
ლატარიის კომპანია გამარჯვებულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ მან 5 ძირითადი ციფრი – – 5, 8, 21, 24, 26, ასევე 2 დამატებითი ციფრი – 4 და 5, ზუსტად გამოიცნო.
ამ დროისთვის უცნობია, მიაკითხა თუ არა კომპანიას გამარჯვებულმა მოგებული თანხის წასაღებად.
გერმანიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ლატარიაში გამარჯვებულები Eurojackpot-ს მოგებული თანხის მისაღებად არ აკითხავენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
მაგალითისთვის, დაახლოებით 2 წლის წინ, ერთ-ერთმა მოქალაქემ 11,3 მილიონი ევრო მოიგო. კომპანიის თანამშრომლები უკვე 20 თვეა ამ იღბლიანი ადამიანის მოძებნას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
Eurojackpot-ში აცხადებენ, რომ ხშირად ადამიანები ლატარიას თამაშობენ, თუმცა მის შედეგებს არ ეცნობიან, ამიტომ ვერც იგებენ, რომ მილიონერები გახდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები