“კვირა+-ის” მორიგი ვიდეოგამოცანა – ექსტრემალური კონცერტი

ეს “კვირა+”-ის მორიგი ვიდეოგამოცანაა და სანამ უშუალოდ, გამოცანაზე გადავალთ, წინა შეკითხვის  პასუხს გაგაცნობთ. იმისათვის, რომ ხუთი დღე თანმიმდევრობით ისე დაასახელოთ, რომ კვირის დღეების დასახელებები ან/და რიცხვები არ გამოიყენოთ, საჭიროა რომ თქვათ: გუშინ წინ, გუშინ, დღეს, ხვალ და ზეგ.
ახლა კი მორიგი გამოცანის დრო დადგა: 2007 წლის 23 აპრილს მევიოლინე დენის შაპოვალოვმა ექსტრემალური კონცერტი ჩაატარა. ის შუბერტისა და ბახის მუსიკას ასრულებდა. კონცერტის შემდეგ მან განაცხადა: „აქ საზღვრები არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მთელი დედამიწისთვის ვუკრავდი.“ ყურადღება შეკითხვა: სად ჩატარდა კონცერტი?

 

კომენტარები

სხვა სიახლეები