“კვირა+-ის” მორიგი ვიდეოგამოცანა და წინა გამოცანის პასუხი (ვიდეო)

490
SHARE

ეს კვირა+-ის მორიგი ვიდეოგამოცანაა და სანამ უშუალოდ, გამოცანაზე გადავალთ, მანამდე წინა შეკითხვის ( http://plus.kvira.ge/%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90/ ) პასუხს გაგაცნობთ
იმისათვის, რომ ფერმერმა მდინარეზე მგელიც, ცხვარიც და კომბოსტოც უვნებლად გადაიყვანოს, საჭიროა, რომ მან ჯერ ცხვარი გადაიყვანოს, რადგან მგელი არ შეჭამს კომბოსტოს, შემდეგ დაბრუნდეს, წაიღოს კომბოსტო, მეორე ნაპირიდან წამოიყვანოს ცხვარი, პირველი ნაპირიდან მეორეზე გადაიყვანოს მგელი, შემდეგ ისევ დაბრუნდეს და ცხვარიც მეორე ნაპირზე გადაიყვანოს…
ახლა კი მორიგი გამოცანის დრო დადგა, რომელიც დაგაბნევთ, მაგრამ პასუხი გაწბილებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
დაასახელეთ ხუთი დღე თანმიმდევრობით ისე, რომ არ გამოიყენოთ კვირის დღეების დასახელებები და არც რიცხვები…
დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები, მანამდე კი დაელოდეთ სწორ პასუხს, რომელსაც ხვალ იხილავთ. დროებით.

FB კომენტარები

კომენტარი