აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე რეპერი “შავი პრინცი”, 48 წლის ასაკში, ბათუმში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, რეპერმა, “ჯერონიმომ” “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“შურიკ მაგრად გატეხე”, – წერს “ჯერონიმო.
ახლობლების ცნობით, რეპერის გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.
აკაკი ბაბუნაშვილი ქუთაისში დაიბადა, დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი და კარიერა ამავე ქალაქში 1990-იან წლებში დაიწყო. ის ასევე რუსულ როკ ჯგუფში “ოთხი ტარაკანა” დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, “ბრეიქ დანსი” შეისწავლა და ჯგუფი “ძებნილები” ჩამოაყალიბა.
2003 წლიდან კი სოლო კარიერი დაიწყო.
ქართველ მსმენელს მან თავი არაერთი სიმღერით დაამახსოვრა, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი, “ჯერონიმოსთან” ერთად შესრულებული ”ჩემი ძმები” იყო.
სხვა სიახლეები