კუნძული, რომელიც თითქმის არაფრისგან გაჩნდა, დღეს სიცოცხლით სავსეა

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ტონგას ორ კუნძულს შორის გაჩნდა კუნძული, რომელსაც ჯერ ოფიციალური სახელი არ აქვს, თუმცა ადგილობრივები იქვე დამალული წყალქვეშა ვულკანის გამო, ჰუნგა-ტონგას უწოდებენ.
ჰუნგა-ტონგას მეცნიერები აქტიურად სწავლობენ, რათა გაარკვიონ, თუ როგორ წარმოიქმნება ასეთი უკიდურესად იშვიათი ვულკანური კუნძულები. NASA-ს მკვლევარის, დენ სლაიბეკის განცხადებით, კუნძული ძირითადად, შავი ქვიშისგან შედგება. იგი ჰუნგა-ტონგაზე მეცნიერებისა და სტუდენტებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა.
სლაიბეკის თქმით, კუნძული არც ისე ბრტყელი აღმოჩნდა, როგორც თანამგზავრიდან ჩანდა. ტალღების მოქმედებით, ქვიშისგან გარკვეული ფორმაციები წარმოქმნილიყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის აღმოჩნდა, თუ რამდენად სწრაფად იფეთქა ახალგაზრდა კუნძულზე სიცოცხლემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები