“ჩემი ეტლი – ჩემი სხეულის ნაწილია. ხელი არ ახლოთ!”

შშმ პირები ხშირად აწყდებიან პრობლემას, როდესაც უცნობი პირები მათ ეტლებს ხელს სტაცებენ და დაუკითხავად გადააადგილებენ.
ბრიტანეთში ამ საკითხმა დიდი გამოხმაურება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ეტლით მოსარგებლე ბრონვინ ბერგმა საკუთარი სატკივარი “ტვიტერის” საშუალებით გააჟღერა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, თუ როგორ ყვიროდა და ითხოვდა შველას, როდესაც სრულიად უცნობმა ადამიანმა მის ეტლს ხელი მოკიდა და დაუკითხავად გადააადგილა, მაგრამ ირგვლივ მყოფები სრულიად აიგნორებდნენ მის ამ ყვირილს.
“თუკი თქვენ ხედავთ ადამიანს, შშმ პირ ქალს, რომელიც სპეციალიზირებულ ეტლში ზის და ყვირის: გაჩერდი! არა! მიშველეთ”,- იყავით ადამიანები დაეხმარეთ მას!”,- წერს ბერგი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იმან, რომ ხალხი მას ზურგს აქცევდა, შეაშინა და ამავდროულად ,თავი სრულიად მარტოდ აგრძნობინა.
მწუხარებას სოციალურ ქსელში ბევრი გამოთქვამდა.
“ეს სამწუხაროა და მაშინებს”,- წერს პარაოლიმპიელი და პარლამენტარი ტანიი გრეის-ტომპსონი.
ანალოგიურ ისტორიებს ბევრი შშმ ადამიანი ყვება.

კომენტარები

სხვა სიახლეები