“ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა” – რას წერს ინგა გრიგოლია გარდაცვლილ ლევან ჩხაიძეზე
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თავისი კოლეგის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი“, – წერს გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ლევან ჩხაიძე, უნგრეთში სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჟურნალისტი 33 წლის იყო.