სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ რუსთაველის მეტროსადგურში მიმაგრებული ბრინჯაოს ლომის ფიგურები გაქრა.
„ეს არის თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური რუსთაველი. აი, აქ იჯდა ოქროსფერი, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ლომები, საუკეთესო ნახელავი. როგორც მეგობარი მატყობინებს, ამჟამად გამქრალია. იმედია, დროებით. იმედია, ის არ განმეორდება, რაც ძველად, თბილისის ყველა მეტროსადგურში მოხდა, უნიკალური სანათები რომ დაიტაცეს“, – წერს გიორგი კალანდია.
მერიის ინფორმაციით, ლომის ფიგურები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩამოხსნეს და თავის ადგილას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაბრუნდება.
სხვა სიახლეები