ერთ დღეს ქალმა აღმოაჩინა, რომ მამაკაცების ხმა არ ესმის

ჩინეთში, ქალმა ერთ დღეს გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მამაკაცების ხმა არ ესმის.
საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, მას სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ტიპის (revers slope hearing loss) დიაგნოზი დაუსვეს.
მსოფლიოს მასშტაბით ასეთი დიაგნოზის მხოლოდ 3 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ ტიპის სმენის დაქვეითების დროს ყური დაბალი სიხშირის ტალღებს ვეღარ აღიქვამს. ვინაიდან მამაკაცების ხმა უფრო დაბალი ტონალობისაა, ამ დიაგნოზის ადამიანებს, კაცების ხმა არ ესმით. თუმცა ქალის ხმის გაგება ჩვეულებრივად შეუძლიათ.
ქალის ექიმის თქმით, პაციენტს სმენა მალე სრულიად აღუდგება.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები