რა დევს ანუკი არეშიძეს ჩანთაში (ვიდეო)

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რუსულ ვოგს უმასპინძლა და ერთ-ერთი რუბრიკის ფარგლებში ჩამოთვალა თუ რა ნივთები დევს მის ჩანთაში ყოველდღიურად.
სამი მობილური – ერთი სამსახურისთვის, ერთი ოჯახის წევრებთან საკონტაქტოდ და ფოტოებისთვის, ერთი კი მეგობრებთან საკონტაქტოდ.
ფოტოაპარატი – დიზაინერის თქმით, ეს ნივთი განსაკუთრებით უყვარს.
ბარათების შესანახი – სელინის ბრენდის ოქროსფერი მოდური ბარათების შესანახი.
მზის სათვალე – ასევე, სელინის ბრენდის.
უბის წიგნაკი: დიზაინერი ამბობს, რომ მეხსიერება ზოგჯერ ღალატობს, ამიტომ ყველაფერს პატარა უბის წიგნაკში იწერს
სარკე – არეშიძეს ჩანთაში მუდმივად უდევს ბებიის ნაჩუქარი პატარა სარკე.
სახისა და ხელის საცხი – იმის გამო, რომ დიზაინერი ხშირად მოგზაურობს და ადგილი არ რჩება, რომ ცალ-ცალკე ატაროს სხვადასხვა საცხები, დააქვს ერთი საცხი რომელსაც სახეზეც იყენებს და ხელებზეც.
თვალის წვეთები – ეს ის ნივთია, რომელიც დიზაინერს ეხმარება დაღლილი და გამოუძინებელი თვალების გამოცოცხლებაში.
წებოვანი ლენტი ფეხისთვის – იმის გამო, რომ დიზაინერს დღის განმავლობაში დიდხანს უწევს ფეხზე დგომა, ამ ნივთს თან მუდმივად ატარებს.
წითელი ტუჩსაცხი – მაკის ფირმის წითელი ტუჩსაცხიც მის ჩანთაში ყოველთვის მოიძებნება.
შანელის ტუში – დიზაინერის თქმით, ამ ნივთის გარეშე, სიცოცხლე არ შეუძლია.
წარბის სავარცხელი – პატარა მოდური დიზაინით.
ვიტამინი – ვიტამინების ნაკრები კანის, თმისა და ფრჩხილების სიძლიერისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=12n0yIlI2WI&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები