ლედი გაგამ შეიძლება ითქვას წარმატებულად გადაინაცვლა სიმღერიდან სამსახიობო კარიერაში. ბრედლი კუპერთან ერთად ფილმში “ვარსკვლავის დაბადება” შესრულებული როლისთვის კინოკრიტიკოსთა საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო. როგორც ამბობენ, ამჯერად გაგა კლეოპატრას როლს უმიზნებს.
კომპანია “სონი” აირებს 1963 წლის “კლეოპატრას” ახალი ვერსიის გადაღებას აპირებს. აქამდე ამ როლზე ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი განიხილებოდა, ახლა კი მას კონკურენტად ლედი გაგა გამოუჩნდა. საინტერესოა რომელი მათგან მიიღებს როლს.
სოფიო რატიშვილი