ცნობილი მამები ახალი გამოწვევებით (ფოტოკოლაჟი)

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდი – “მამა, წიგნი წამიკითხე“ შეიქმნა.
როგორც გვერდის შემქმნელები აღნიშნავენ, მათი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მიაწოდონ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობიას და მნიშვნელობის შესახებ.
“ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.
თუკი გსურთ თქვენს შვილს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და გაიზარდოს თავდაჯერებულ ადამიანად, მაშინ ჩვენი გვერდი სწორედ თქვენთვისაა!
გვერდი შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება“,-აღნიშნავენ გვერდის შემქმნელები.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები