ქუთაისის მერმა წლების წინ გარდაცვლილ მომღერალთან შეხვედრა ითხოვა

ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას წლების წინ გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა.

შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ირკვევა ქალაქის მერთან შეხვედრაზე ცნობილი საოპერო ტენორის ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლე მარინა მაჭავარიანი იმყოფებოდა, შეხვედრის დროს ჭიღვარიამ მომღერალი მოიკითხა და მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა.

თავად მარინა მაჭავარიანი მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილია.
ცნობისთვის, ზურაბ ანჯაფარიძე 1997 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები