“7 შვილის დედას ტყუპები შეეძინა” – ფოტო ღუდუშაურის კლინიკიდან

შვიდის  შვილის  დედას  მეექვსე საკეისრო კვეთის შედეგად ტყუპები შეეძინა
ინფორმაცია  ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
“მორიგი იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ღუდუშაურის კლინიკაში!
7 შვილის დედას მეექვსე საკეისრო კვეთის შედეგად ტყუპები შეეძინა!
5 საკეისროდან პაციენტს ყავს 7 შვილი, წინა 2 საკეისროს შედეგადაც ტყუპები დაიბადნენ!
27 ნოემბერს, 30 კვირის გესტაციის ვადაზე, მეან გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით, ქვეყანას დანიელი და ელია მოევლინნენ.
წონით 1700-1700გრ 47 და 48 სმ.
ამჟამად 9 შვილის დედა პალატაშია და თავს კარგად გრძნობს.
ახალშობილები იმყოფებიან ნეონატალურ ცენტრში, ბავშვები მალე ჯანმრთელები გაეწერებიან სახლში, სადაც 7 დედმამიშვილი ელოდებათ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები