დღეს იმ ქალებზე ვსაუბრობთ, ვისთან ურთიერთობაც მამაკაცების დიდი ნაწილისთვის სახიფათოა.
პრობლემა ნომერი ერთი – ტყუპი
გახსოვთ ლეგენდარული მერილინ მონრო, მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო და მამაკაცების გულთამპყრობელი? ის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ტყუპი იყო და სავსებით ამართლებდა საკუთარი ზოდიაქოს ძირითად ნიშან-თვისებებს.
სამი ოფიციალური მეუღლე და ათასობით გატეხილი გული მოიტოვა უკან.
ზუსტად ასეთია ტყუპის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი – დღეს თუ უყვარხართ, ხვალ შესაძლოა, აღარ მოუნდეს თქვენთან ურთიერთობა, ხოლო ზეგ ან მაზეგ იქნებ სულაც ცოლად გამოყოლა შემოგთავაზოთ.
ასე რომ, თუკი სუსტი ნერვების პატრონი ხართ და, მით უმეტეს, კონკურენტების არ გეშინიათ (ტყუპ ქალს თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ახვევია გარს) გარისკეთ – რა იცით, იქნებ ამ ახირებული პეპლის ქილაში მომწყვდევა შეძლოთ?
პრობლემა ნომერი ორი – ლომი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე თქვენი კანონიერი მეუღლეა და ეს ქორწინება რამდენიმე წელს ითვლის, მშვიდად ყოფნის მიზეზი მერწმუნეთ, ნამდვილად არ გაქვთ და გეტყვით რატომ: ქალი ლომი ბუნებით დედოფალია. იგი გამუდმებით დაეძებს მამაკაცს, რომელიც თავს პრინცესად აგრძნობინეს და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადამიანი ზუსტად ისეთ ცხოვრებას იმსახურებს, როგორიც მიაჩნია, რომ შეეფერება. მას კი, მინიმუმ – პრინცესას როლზე და, მაქსიმუმ, დედოფლობაზე აქვს პრეტენზია, დიახ!
კარგად თუ გამოიძიებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ იმასაც, რომ თქვენი ლომი ძველი თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილ საჩუქრებსა და წერილებს ვერაფრით შეელია. ეს იმიტომ, რომ მას ღრმად სწამს საკუთარი უნიკალურობის და თუკი თქვენზე გააკეთა არჩევანი, აუცილებლად დააფასეთ!
პრობლემა ნომერი სამი – მორიელი
ერთი შეხედვით მშვიდი და სიტყვაძუნწი ჩანს? დიახ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
იმისთვის, რომ მორიელი ქალი, ასე თუ ისე, „გაიცნოთ“, მასთან რამდენიმე პაემანი კი არა, ათი ფუთი მარილის ჭამა მოგიხდებათ. თუმცა, არც ამ პროცედურების შემდეგ უნდა იყოთ დარწმუნებული ბოლომდე.
ქალი მორიელი გარეგნულად ცივი, შინაგანად კი საშინლად ვნებიანი, ემოციური ნატურაა. თუ ისე მოხდა, რომ თავი შეაყვარეთ და შემდეგ მასთან რაიმე შეგეშალათ, იცოდეთ, უპრობლემოდ და უდანაკარგოდ ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებით. თუმცა, მისგან იაფ შურისძიებას კი ნუ დაელოდებით, რამე უფრო მასშტაბური შეტევისთვის მოემზადეთ.
წყარო:https://funtime.ge