“მნიშვნელოვანია, რომელ დღეს დანიშნავენ არჩევნებს” – რას პროგნოზირებს მიხეილ ცაგარელი მეორე ტურში

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა “იმედის დილაში” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა:
“რაც ვთქვით, ზუსტად ის მოხდა პირველი, მეორე, მესამე, როგორც დავაწყვეთ ისეა ზუსტად წინა პლანზე ორი თევზები – სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე და მათ მოჰყვება დავით ბაქრაძე. ისიც აღვნიშნეთ, რომ მანდილოსნებს ცოტა მეტათ ექნებათ წინსვლის პერსპექტივები და ოდნავ მეტია და ისიც ვთქვით, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია და ასეც მოხდა.
მეორ ტურში იქნება დიდი ბრძოლა საზოგადოების აქტივობა იქნება ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი ადამიანი მივა მეორე ტურში.
გამარჯვებისთვის კი უნდა ითქვას, რომ დიდი მნიშნელობა აქვს რომელ დღეს დანიშნავენ არჩევნებს, ქალისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი იქნება თუ კაცისთვის”, – განაცხადა ასტროლოგმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები