ცნობილი პოპვარსკვლავის, მადონას ქალიშვილი, ლურდეს მარია ჩიკონე-ლეონი, რომელიც უჩვეულო ცხოვრების სტილით გამოირჩევა, მოდის ჩვენებაზეც საკმაოდ ექსცენტრიულად მოგვევლინა.
21 წლის ლურდესმა ჩვენებისთვის სპორტული ბრენდის „Gypsy Sport“-ის ტანსაცმელი შეარჩია და ყურადღების მიპყრობა თავისი პერსონისადმი ნამდვილად შეძლო. ლურდესს თმაში ფერადი ბუმბულები ჰქონდა, ტანზე კი ბრჭყვიალები, ამ ყველაფერთან ერთად ბუტაფორიული სათვალეც მოირგო. ყველაზე საინტერესო კი უფრო ქვემოთ აღმოჩნდა. მის მკერდს ჯაჭვების და ნიჟარებისგან შემდგარი უცნაური კონსტრუქცია ფარავდა, ხოლო მისი განიერი შარვალი, თითქმის მთლიანად დახეული იყო. ყველაზე პიკანტური დეტალი კი მისი ფეხები აღმოჩნდა – როგორც ჩანს, ლურდესი ბუნებრივობას ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად, მას ფეხებზე მუქი და ხშირი თმა მოცილებული არ ჰქონდა. მადონას შვილი ადრეც წარსდგა საზოგადოების წინაშე „ბუნებრივად“ და „Vogue“-სთვის თმიანი იღლიებით იპოზიორა.
სხვა სიახლეები