ადამიანების უმრავლესობა ამჯობინებს, ენერგეტიკული სასმელით გადააგოროს დამღლელი და მომქანცველი შუადღე. მსგავს სასმელებს განსაკუთრებით სტუდენტები სვამენ. მათი აზრით, „რედბულის“ დახმარებით სიფხიზლეს მთელი ღამის განმავლობაში შეინარჩუნებენ. თუმცა მათ არავინ აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ერთი ქილაც კი გულის შეტევის რისკს საგრძნობლად ზრდის.
რას უშვრება რეალურად „რედბული“ თქვენს ორგანიზმს?
ენერგიული სასმელი სისხლის გასქელებას უწყობს ხელს, რომელსაც კარდიოვასკულარულ დაავადებებამდე მივყავართ. „რედბულის“ დალევიდან ერთი საათის შემდეგ თქვენი სისხლის კონდიცია ისეთი ადამიანისას ემსგავსება, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მწარმოებელი კომპანია ირწმუნება, რომ მას ისეთი ეფექტი აქვს, როგორიც ერთ ჭიქა ყავას. იგივე ეფექტის მიღება თქვენ კოფეინისგან შეგიძლიათ, რომელიც კომბინაციაშია დიდი რაოდენობით შაქარსა და დამატკბობელთან, მაგრამ სხვაობა ენერგეტიკულ სასმელსა და ყავას შორის ის არის, რომ „რედბულის“ ეფექტი, რომელსაც მისი ინგრედიენტები იწვევს, რეალურად არაა ცნობილი.
ენერგეტიკული სასმელი შეიცავს ასპარტამს, ნეიროტოქსიკურ ნივთიერებებს, ალერგიულ და კანცეროგენურ საშუალებებს. გარდა ამისა, თქვენ მოგიწევთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ძილის ძლიერ სურვილს. ერთი სიტყვით, გარკვეულწილად მანკიერ წრეზე გატარებთ.
ქვეყნები, რომლებიც კრძალავენ ენერგეტიკულ სასმელს:
უკანასკნელ წელიწადში 3.5 მილიონ ქილაზე მეტი „რედბული“ გაიყიდა 143 ქვეყანაში. სტატისტიკურად დადგინდა, რომ ენერგეტიკული სასმელები ორჯერ უფრო მეტად იყიდება, ვიდრე უბრალო წყალი. სწორედ მისი ასეთი პოპულარობიდან გამომდინარე, ზოგიერთმა ქვეყანამ მათი გაყიდვა აკრძალა, რადგან ძალიან დიდი საფრთხე და ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
დანიამ და ურუგვაიმ აღმოაჩინეს ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემები და გართულებები, რომლებსაც „რედბული“ იწვევს, რის გამოც ამ ორ ქვეყანაში ეს სასმელი აიკრძალა. ქუვეითში „რედბული“ არალეგალურია და 16 წლამდე ბავშვებზე არ იყიდება, რადგან 2 შემთხვევა დაფიქსირდა დაბალ ასაკში, როცა მან გულის შეტევა გამოიწვია.
ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ განსაკუთრებით?
ენერგეტიკული სასმელები სისხლძარღვების ფუნქციაზე ახდენს გავლენას, ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ ეს სიმპტომები გაქვთ, მნიშვნელოვანია მათთვის ყურადღების მიქცევა:
– მღელვარება
– ჰიპერტენზია
– ქრონიკული დაღლილობის ნიშნები
– სტრესი
– კოფეინზე მგრძნობელობა
– გულ-სისხლძარღვთა დაავადება
ენერგეტიკული სასმელის მიღება განსაკუთრებით არაა სასურველი ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის.
რაც შეეხება ენერგიას, მისი მიღება ნატურალურად, ბუნებრივი გზითაც შეგიძლიათ, უბრალოდ, მიირთვით ჯანსაღი, ომეგა-3-ით მდიდარი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად.