სიმღერა, რომელზეც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იცეკვებენ, ცნობილია – საზოგადოებამ მათ არჩევანს უგემოვნო უწოდა

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში პირველი ცეკვა უიტნი ჰიუსტონის სიმღერაზე I Wanna Dance With Somebody-ზე შესრულდება. წყვილის ქორწილში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, 1 200 სტუმარი იქნება მოწვეული.
გარდა ამისა, სპეციალურ სტუმრებს შორის ელტონ ჯონიცაა, რომელმაც ორი კონცერტი გააუქმა ლას ვეგასში და სამეფო წყვილის ქორწილს ვინდსორის სასახლეში დაესწრება. ხოლო ვინც ფიქრობდა, რომ საქორწილო ცერემონიალს ბრიტანული პოპ ჯგუფი The Spice Girls-იც დაესწრებოდა, მათ იმედები გაუცრუვდებათ.
სამეფო წყვილის არჩევანს სიმღერაზე საზოგადოებამ უგემოვნო უწოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები