ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 7 წლისთავს ზეიმობენ

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი დღეს ქორწინების 7 წლისთავს ზეიმობენ. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

განცხადება კენსინგტონის სასახლემ მიკრობლოგ Twitter-ზე გააკეთა და სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს სამი შვილი – 4 წლის ჯორჯი, 2 წლის შარლოტა და რამდენიმე დღის ლუისი ჰყავთ.

წყარო: https://imedinews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები