მას თეთრ სახლში ფანჯრის გაღებაც არ შეუძლია, არ შეუძლია ქუჩაში გასვლა- ბრიჯიტ მაკრონი მელანია ტრამპზე

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა გაზეთ Le monde-თან ამერიკელი ლიდერის ცოლის, მელანია ტრამპის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ტრამპის მეუღლე “კეთილი, მომხიბვლელი, ჭკვიანი და ძალიან გულწრფელი ქალია”.

“ჩვენ იუმორის ერთნაირი გრძნობა გვაქვს, ერთად ბევრს ვიცინით”, – ჰყვება ბრიჯიტი. საფრანგეთის პირველი ლედი აცხადებს, რომ ხალხს შესაძლოა მელანია უხეშად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. “მას მარტივად შეუძლია გაცინება, უბრალოდ უფრო ნაკლებად აჩვენებს ამას, ვიდრე მე”, – აღნიშნა ბრიჯიტ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონის ცოლმა განაცხადა, რომ მელანია რაღაც მხრივ ებრალება, რადგან ის თავის მოქმედებებში შეზღუდულია. “მას თეთრ სახლში ფანჯრის გაღებაც არ შეუძლია. არ შეუძლია ქუჩაში გასვლა. მას უფრო მეტი შეზღუდვა აქვს, ვიდრე მე”, – ჰყვება საფრანგეთის ლიდერის ცოლი.

საფრანგეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ვაშინგტონს 23 აპრილს ეწვია. აშშ-ის პირველმა ლედიმ მაკრონების ვიზიტისთვის მზადების ვიდეო თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა.

წყარო: https://imedinews.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები