„ისეთ ინტიმურ მესიჯებს მწერენ, გაგებული რომ არ მაქვს“ – ნინი ონიანის ბლიც ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან

სექსუალური და მომხიბვლელი ნინი ონიანი ქართველ მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსახიობისა და მოდელის პირადი ცოხვრებისადმი ინტერესიც დიდია. რომანს არაერთ ცნობად სახესთან აბრალებდნენ, თუმცა რეალურად მოდელი სულ სხვა კაცზე აღმოჩნდა შეყვარებული. შემდეგ დაოჯახდა და შვილიც შეეძინა. ახლა ნინი მარტოა, ქმარს გაშორდა, თუმცა ამბობს, რომ დედობა მის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი რამაა. „დრონი.ჯი“ ნინი ონიანის ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:

ასაკი – 28

ჰობი – ძალიან მიყვარს ცეკვა და სიმღერა, ოღონდ ჩემთვის

საყვარელი საჭმელი – ყველაფერი

საყვარელი სასმელი – წყალი

როგორი გართობა მოგწონს – აქტიურიც და მოდუნებულიც

როგორ რეაგირებ ჭორებზე – აღარანაირად

ბოლო ჭორი შენს შესახებ – თქვეს, რომ ვთხოვდებოდი 20 წლის ბიჭზე

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი – კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ცოტა ჯიუტი და ემოციური

ადამიანში გაღიზიანებს – ამპარტავნება

რისი გეშინია – აღარაფრის, მხოლოდ მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს კარგად

ბოლოს როდის იტირე – ხშირად ვტირი, ნებისმიერ სენტიმენტალურ მომენტზე შემიძლია ვიტირო

რის გამო შეგრცხვენია – ადამიანების გამო, რომლებსაც თავმოყვარეობა არ აქვთ

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს – ძალიან ბევრი არ მომწონს. არ მომწონს, მაგალითად, ქელეხის ტრადიცია

ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში – როდესაც ჩემი საყვარელი მეგობარი დაიღუპა

დედობა შენს ცხოვრებაში – ყველაზე საოცარი რამ, რაც ოდესმე განმიცდია

ხართ თუ არა ფემინისტი – ვარ კი, უბრალოდ იმ გაგებით არა, როგორც ეს საქართველოში ესმით

უნდა ჩაეწეროთ თუ არა ტრანსგენდერებს პირადობაში ქალი – რატომაც არა, რა პრობლემაა

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით – თითქმის არასდროს არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით

გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს – არა, იმიტომ რომ ვერ ვხვდები, რა უნდა შევცვალო, რომ უკეთესი ვიყო. რამე რომ შევცვალო, ამაზე უკეთესი ვერ ვიქნები, ვიქნები უარესი და შესაბამისად არა

ყველაზე ახლო ადამიანები – დედაჩემი და ჩემი შვილი

პირველი კოცნა – 14 წლის ასაკში

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა – არა

სიყვარული თუ სექსი – ორივე ერთად

ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობ – რა სისულელეა

ფიზიკურად როგორი მამაკაცები მოგწონს – საერთოდ მომწონს ლამაზი კაცები, თუმცა, რაც ასაკი მომემატა ოდრი ჰეპბერნს ვეთანხმები, ლამაზი კაცი კარგია, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია

თვისებებირომელიც სასურველ კაცს უნდა ჰქონდეს – აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებიანი და მზრუნველი

ყველა ქართველი კაცის 3 დამახასიათებელი თვისება – აზიატობა, ეჭვიანობა და კომპლექსები

რას გწერენ თაყვანისმემლები – ძალიან მრავალფეროვან მესიჯებს მიგზავნიან. მაგალითად, მომსვლია წერილი, რომ უნდათ იცხოვრონ ამერიკაში ჩემთან ერთად და 20-იანი წლების მანქანით მასეირნონ. ეს კიდე სახალისოა, ისეთ ინტიმურ მესიჯებს მწერენ, გაგებული რომ არ მაქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები