ელ-სალვადორში აბორტის გამო 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ქალი გაათავისუფლეს

აბორტის გაკეთების გამო მისჯილი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ მარია ვერონიკა ფიგუეროა მაროკინი ციხიდან გათავისუფლდა. მას 30 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელი განახევრდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ელ-სალვადორში აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია, თუნდაც ქალი გაუპატიურების დროს დაორსულდეს. 34 წლის მარია ვერონიკა თავს თავიდანვე უდანაშაულოდ თვლიდა და ბრალს არ აღიარებდა.

ის 2003 წელს, ორსულობის დროს ერთ-ერთ სახლში დამლაგებლად მუშაობდა, რა დროსაც მშობიარობა დაეწყო და მკვდარი ჩვილი გააჩინა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აბორტის გაკეთების ბრალდებით დააკავეს კიდეც.

მარია 10 წელი ციხეში იჯდა, ჩვილის ცხედრის პოვნის შემდეგ კი მას მკვლელობის ბრალდებით საქმე დაუმძიმეს. განაჩენი ქვეყნის უზენაესმა სასამართომ განიხილა, საბოლოოდ მას სასჯელი გაუნახევრდა და ციხე დატოვა.

ელ-სალვადორში აბორტი 30 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო:imedinews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები