სოციალური ქსელის მომხმარებელი Annushka Kol-ი თავის ფეისბუქ გვერდზე ნარკოპოლიტიკას და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს ეხმაურება. მან ყველა იმ გვერდით მოვლენას გაუსვა ხაზი, რაც ნარკომანიასთანაა დაკავშირებული. როგორც ის წერს, შიმშილის გამო ქუჩაში გამოსული ხალხი საქართველოში არ უნახავს, თუმცა წამლისთვის ათასობით კაცის თავშეყრა, აღშფოთება კი იხილა.
“არ ვიცი რა ხდება საქართველოში… ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ ვხვდები, ვხვდები, რომ ზოგი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეა, ზოგიც არა…
ორივე მხარესთან მაქვს კითხვები:
თქვენ ნარკომანი მშობელი გყოლიათ?
შვილი? ძმა? დედა? და? მეუღლე? .
თქვენ ნარკომანთან შეხება გქონიათ? .
თქვენ გამოგიცდიათ ის კანკალი, როდესაც ნარკომანი ტელეფონს არ პასუხობს? წარმოგიდგენიათ აზრებში, რომ ის შეიძლება სადმე ახლა სარდაფში ეგდოს ზედმეტი დოზისგან კომაში? მდგარხართ ამ კომაში მყოფი, ჰეროინის ზედმეტი დოზიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ნარკომანის საწოლთან 40 დღე?
თქვენ გითევიათ ღამეები ამ ნარკომანის საწოლის გვერდზე, როცა მას ინფარქტი ჰქონდა კოკაინის ზედმეტი დოზისგან? გითრევიათ იგი ინვალიდის ეტლით? თქვენს კარზე უბრახუნებია ნარკოტიკების ბარიგების ხროვას ფულისთვის? თქვენი ნივთები გაუყიდიათ ნარკომანებს? სახლი? თქვენ ამ ნარკომანთან ერთად სიკვდილის თვალებში ჩაგიხედავთ თუნდაც ერთხელ?
ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ?
კაცებო, ჰეროინით დაჯიჯგნილი ვენებით ცოლთან საწოლში ყოფილხართ?
ცოლებო! ღამე საშინელ ბრახუნზე გაგიღვიძიათ? მან ხომ ისევ გაიკეთა და დავარდა!!
ქმრებო, რამდენჯერ დაგიყაჩაღებიათ საკუთარი ოჯახი წამლის ფულისთვის!!!!!!
შვილის უბედურების ყურებით მკვდარი მამა გინახავთ?…
მამის დასაფლავებაზე ვენებში გაჩხერილი შვილის სახე გინახავთ??? .
თქვენ წამალი და სიკვდილი გინახავთ????
…. მე მინახავს….
ხო და მორჩით რა!
კიდევ შიმშილის გამო ქუჩაში გამოსული ხალხიც არ მინახავს საქართველოში და წამლისთვის ათასობით კაცის თავშეყრა და აღშფოთებაც ვნახე…
ბევრი რამე მინახავს!
შავოსანი დედები გინახავთ?
წამლის ქვეშ “გაპარული” “კარგი ტიპების” შავოსანი და სახედახოკილი დედები???
რა გეწამლებათ ხალხო??
ორ მილიონამდე ემიგრანტია, მილიონ ნახევრამდე დაბოლილი გინდათ და ამ გაჭირვების მაყურებელი მოხუცები?
სხვა ყველაფერი წესრიგშია?
სხვა ყველა კანონმდებლობა მოგვარებულია?, მაინც და მაინც ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე კანონით ვიწყებთ???
ერთხელ მაინც აკანკალებულხართ იატაკზე გაშხვერთილი, მამის, ქმრის, ძმის, შვილის მნახველნი???
პატრონი მართლა საერთოდ აღარ ყოლია ამ ქვეყანას!
რა გინდათ? პირდაპირ თქვით, რა გინდათ!..
საქართველო, იმ დემოკრატიისგან და იმ ქვეყნებისგან, სადაც ნარკოტიკების ლეგალიზაციაა, ძალიან შორს დგას!
დავიწყოთ იქედან, რომ ქვეყანაში მაცხოვრებელთა 80% უსაქმურია/დაუსაქმებელია, ეს არაა ის ვარიანტი, კაცი/ქალი დღის ბოლოს, ან საქმიან შეხვედრაზე სიგარას გააბოლებს და კონიაკს მოწრუპავს, ან საღამოს განტვირთვისთვის!
საქართველოში სმა დ პლანი ცხოვრების წესი გახდა!
აი, ესაა უბედურება.
და სანამ ამ კანონამდე მივლენ, ბევრ სხვა კანონია მისახედი.
ის, რომ ცოლის მკვლელი 8-წლიან სასჯელს მიიღებს და მეზობლის ნაჯახით დამჩეხი ცხრა წლიანს, მთვრალი მძღოლი, რომელმაც კაცი მოკლა, რომ 2 წელიწადში გამოვა ციხიდან და დაბოლილმა მძღოლმა კიდევ ადამიანი მოკლა ან დაასახიჩრა და ორ წელიწადში გამოვა, ან საერთოდ არ გასამართლდება, მგონი აქედან უნდა დაიწყონ და, _ ხალხის დასაქმებიდან.
დასაქმებული ადამიანი არ ივლის 24 საათი დაბოლილი ან ნასვამი.
…..
რა გითხრათ, ….
ბედნიერი დღე!
აი, ამ ფოტოზე რომაა, ასეთი კოვზები გინახავთ.?????”,-წერს ფეისბუქ მომხმარებელი Annushka Kol.
სხვა სიახლეები