თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე თანამშრომლის შვილმა Live ჩართო (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე ბავშვი პირდაპირ ეთერში ჩაერთო. უჩვეულო ეთერი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დააფიქსირეს.
მოგვიანებით, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ნინო თოლორდავამ განმარტა, რომ მცირეწლოვანი უწყების ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილია.
“ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი სანდრო, შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქ გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა. სახალისო ხარვეზი – გვაპატიეთ”- წერს სამინისტროს წარმომადგენელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები