მამა პეტრე: “ბევრი დიპლომიანი გლეხი მინახავს”

“ბევრი დიპლომიანი გლეხი მინახავს, რომელიც ბრძენ მიწის მუშაკთან, შინაგანი ინტელექტით, ახლოსაც ვერ დადგებოდა”! _ ამ სიტყვებით  ეხმაურება  მამა პეტრე დეპუტატს, რომელმაც გლეხების მისამართით  შემდეგი განცხადება გააკეთა: “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობდნენ.
“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს.
დეპუტატის ამ განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ დავით ჭიჭინაძე პირველად პარლამენტარი დიპლომის გარეშე გახდა. მეხუთე მოწვევის პარლამენტი 1999-2004 წლებში იყო, თუ ჭიჭინაძემ დიპლომი 2000 წელს აიღო, შესაბამისად, ის პირველი მოწვევის პარლამენტში შესვლისას, უდიპლომო იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები