როდესაც აგატა კრისტის მეუღლემ განქორწინება სთხოვა, სახლიდან გაქრა- საინტერესო ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან

ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათას პატარა დეტალს, ალაგებენ მათ და შემდეგ, ქალურ ინტუიციას არქმევენ, – ეს სიტყვები დეტექტიური ჟანრის ინგლისელ მწერალ, აგათა კრისტის ეკუთვნის …

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან:

1.როგორც თავად ამბობდა, სიუჟეტს წიგნებისთვის, ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანაში ყოფნისას ან სულაც, ვაშლების ჭამის დროს იგონებდა …

2.ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორიცაა: “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”, “პაემანი სიკვდილთან”, “ლორდ ეჯვერის მკვლელობა” და სხვა…

3.მას შემდეგ, რაც პირველმა მეუღლემ განქორწინება სთხოვა, სახლიდან გაქრა. როდესაც პოლიციამ, იპოვა, დაასკვნა, რომ ამნეზია ჰქონდა, თუმცა მართალია თუ არა ეს, დღემდე, არავინ იცის.

4.დეტექტივების გარდა 600-გვერდიანი „ავტობიოგრაფიაც“ ეკუთვნის, სადაც ოსტატურად აღწერს ბავშვობას. „უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, ბავშვობაა“, – წერდა ის.

5.მას შემდეგ, რაც მეორედ იქორწინა, საგანგებოდ გააკეთა ახალი პასპორტი. იქ გაცილებით უფრო ახალგაზრდა იყო. (მეუღლე მასზე თითქმის 15 წლით უმცროსი იყო)

6.წერის გარდა, გატაცებული იყო სერფინგით და ცხენზე ჯირითით. იყო კარგი მფრინავი და ბევრს მოგზაურობდა;

აგათა კრისტი 1976 წელს გარდაიცვალა. ახლობლები მძიმედ განიცდიდნენ მის სიკვდილს, თუმცა ახსოვდათ მისი სიტყვები: ,,სიკვდილი – ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანს…”.

წყარო:https://www.facebook.com/biblusi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები