ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ აწევინებენ ერთ-ერთ ოჯახში დაახლოებით სამი წლის ბიჭუნას სიგარეტს, სოციალური ქსელები მოიცვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის დედა აცხადებს, რომ ახალი წლის ღამეს, საკუთარ შვილს, სტუმრებიდან ერთ-ერთმა სიგარეტი „ერთჯერადად“ გაასინჯა, ყველაფერი მობილურით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, თუმცა მან ამის შესახებ მეორე დღეს ტელევიზიით შეიტყო. დედის განცხდებით, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს სოციალური ქსელის ერთ—ერთი მომახმარებელი — ნინუკა ბორჩხაძე, რომელიც ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვის მამა არა მხოლოდ თავის ვაჟს, არამედ ქალიშვილსაც „სთავაზობს“ სიგარეტს და არა მხოლოდ — მას თავისი გოგონა იარაღით ხელშიც ჰყავს გადაღებული.
„როგორც ჩანს, ამ ბავშვების მამა არის აბსოლუტურად პათოლოგიური ქცევის მქონე ფსიქოპათი. დედაც ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ის გავრცელებული ვიდეო ერთადერთი შემთხვევა იყო. ამ ქალს გულწრფელად სჯერა, რომ საკუთარი შვილები ძალიან უყვარს, ისიც მესმის, რომ ამგვარი ქცევა საქართველოში უცხო არაა. უბრალოდ, სადღაც უნდა დასრულდეს, ოდესმე უნდა შეუშალოს ვინმემ ხელი მშობლებისგან მცირეწლოვან ბავშვებზე ამ სახის ძალადობას, მათ ფსიქიკაზე ასეთ ზემოქმედებას და მათ დამახინჯებას. იმედია, შესაბამისი სამსახურები დედის უსუსური გამართლებით არ დაკმაყოფილდებიან და მკაცრ კონტროლზე აიყვანენ ამ საქმეს. ეს ბავშვები არ არიან ამ უტვინო მშობლების საკუთრება, ისინიც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობა, ისევე, როგორც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს და საზოგადოების საზრუნავია“,- წერს ნინუკა ბორჩხაძე.
სხვა სიახლეები