სიამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შიშველია

მომღერალ სიას შიშველი ფოტოს გამოქვეყნება იძულებით მოუწია. მიზეზი კი ის გახდა, რომ მისი ფოტოები თაღლითების ხელში მოხვდა, რომლებიც ამით მის დაშანტაჟებას და ფულის შოვნას ცდილობდნენ.
საბოლოოდ მომღერალმა გადაწყვიტა თავად გამოაქვეყნოს ეს ფოტოები, სანამ თაღლითები მისით ფულის გაკეთებას შეძლებდნენ.
„როგორც ჩანს ვიღაცეები ცდილობენ ჩემი შიშველი ფოტოების სარფიანად გაყიდონ. ნუ დახარჯავთ ფულს, უფასოდ ნახეთ. ყოველი დღე დღესასწაულია!“ -ასე მიაწერა პროვოკაციულ ფოტოს მომღერალმა ტვიტერის თავის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები