ჯენიფერ ლოურენსი ფილმებში აღარ ითამაშებს – მსახიობის ემოციური განცხადება

ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, ყველას სჭირდება შესვენება, მათ შორის ჯენიფერ ლოურენსაც. მას შემდეგ, რაც ახალი ფილმის Mother!-ის პრემიერები მოიარა, 28 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა გადაცემა TODAY-ში განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერისგან ორი წელი გათავისუფლებას გეგმავს: “შესვენებას ვიღებ. მომავალი ორი წლის განმავლობაში არცერთი პროექტი არ მაქვს დაგეგმილი”.
მისი უეცარი შესვენება შესაძლოა პოპულარობის ზედმეტმა ზეწოლამ გამოიწვია. 2012 წელს, როცა ეკრანებზე “შიმშილის თამაშები” გამოვიდა, ლოურენსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განხილვადი ვარსკვლავი გახდა.
“ადამიანები ხანდახან თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ. როცა უბრალოდ Starbucks-ში შესვლისას მიღებენ ფოტოებს, ყოველთვის მაფიქრებს, რატომ ფიქრობენ, რომ ამის უფლება აქვთ”.
მიუხედავად ამისა, ჯენიფერი რეალისტია და იცის თუ რას მოითხოვს ჰოლივუდური კარიერა: პირადი ცხოვრება ვეღარასდროს იქნება ისეთი როგორც ადრე. თავდაჭერილობის შესანარჩუნებლად სურს, რომ ადამიანებმა ყურადღება მის პერსონაჟებსა და ფილმებზე უფრო გაამახვილონ ვიდრე თავად მასზე.
“თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ჩემი საყვარელი საქმის კეთებისას პირად ცხოვრებაში კონფიდენციალურობის შენარჩუნებას შევძლებდი. რამდენიმე წლის შემდეგ კი ვხვდები რომ ასე არ მოხდება. მაგრამ, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ პრემიერებიდან გამოსვლისას ხალხი შენს სახელს ფილმის გამო ყვირის და თავი არ მომაქვს იმით, რომ ხალხს პირადად მე ვუყვარვარ. მადლიერი ვარ იმ გულშემატკივრების და ადამიანების, რომლებიც ჩემს ფილმებს ნახულობენ, მათ გარეშე ვერ გავაკეთებდი იმას რაც მიყვარს.”
პირადი ცხოვრების შელახვაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრისას აღსანიშნია, რომ როცა ერთი თვის წინ მისი კოლეგა კრის პრატი ცოლს დაშორდა, სოციალურ ქსელებში საზოგადოება ჯენიფერს ადანაშაულებდა.
მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ჯენიფერი შესვენებას იღებს, უკანასკნელი როლის ემოციურობაში მდგომარეობს. მისი შეყვარებულის, დარენ არონოფსკის მიერ გადაღებული ფილმი Mother! ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმია, რომელმაც შესაძლოა ლამაზმანზე ღრმად და სენსიტიურად იმოქმედა. შეგახსენებთ, რომ მისი და არონოფსკის პირველი საერთო გამოსვლა წითელ ხალიჩაზე სწორედ ამ ფილმის პრემიერებზე შედგა.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები