ქეთა თოფურია ქმარს ოფიციალურად გაშორდა. ამის შესახებ მომღეარლალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა და ყოფილ მეუღლეს შვილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ლევჩიკ, მადლობა ბედნიერებისთვის, რომელსაც ოლივია ჰქვია! მე შენ ძალიან მიყვარხარ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად არ ვართ, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც ვრჩებით ოჯახად და მეგობრებად და ეს სამუდამოა. მე შენ მიყვარხარ“ – წერს ქეთა.