ფეისბუქმომხმარებელი ყვითელ მიკროავტობუსში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს:
“მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა გოგონამ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემდეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 21-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა. დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ კი გვითხრა – „ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და – დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო,“ – წერს ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
წყარო: http://digest.pia.ge