ტრამპის მრჩევლის ფოტომ უცნაურ პოზაში სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა გამოიწვია (ფოტო)

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის, კელიენ კონუეის ფოტომ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დივანზე ფეხებით არის ამძვრალი და ფეხსაცმელიც კი არ გაუხდია, სოციალური ქსელების მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ფოტო დონალდ ტრამპის ფონზეა გადაღებული, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების ლექტორებს ხვდებოდა. ამ დროს კონუეი ტრამპს ფოტოებს უღებდა.
ინტერნეტის მომხმარებლები კონუეის პრეზიდენტის, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის და აშშ-ის მოსახლეობის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.


კომენტარები

სხვა სიახლეები