მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში მამა გახდა

ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ სოლისტი მიკ ჯაგერი 73 წლის ასაკში მამა გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აქამდე ჯაგერს შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთა ასაკი 17-დან 45 წლამდე მერყეობს. ასევე ის 2014 წელს დიდი ბაბუა გახდა. ბავშვი მიკ ჯაგერის მეგობარ გოგონას, 29 წლის ამერიკელ ბალერინას მელანი ჰამრიკს ეყოლა. მიკ ჯაგერი ჰამრიკს 2014 წლიდან ხვდება, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა საყვარელმა ლოურენ სკოტმა თავი მოიკლა. მას ჯაგერი 13 წლის განმავლობაში ხვდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები