აშშ-ში სილამაზის კონკურსის მონაწილე სცენაზე ბურკინით გამოვიდა

აშშ-ის მინესოტის შტატში სილამაზის კონკურსის Miss Minnesota USA-ს ერთ-ერთი მონაწილე, სცენაზე ხიჯაბსა და ბურკინიში გამოვიდა. ეს 19 წლის ხალიმა ადენი იყო, რომელიც კენიისა და სომალის შორის მდებარე ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. როდესაც ხალიმა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
კონკურსის სხვა მონაწილეები სცენაზე საცურაო კოსტიუმებით გამოვიდნენ.
ბურკინი საცურაო კოსტიუმია, რომელიც ხელებს, ფეხებს და სხეულს ფარავს. მას ზოგიერთი მუსლიმანი ქალი ატარებს. დარბაზი ხალიმა ადენს აპლოდისმენტებით შეხვდა. ცნობისთვის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში ბურკინიში პლაჟზე გამოჩენა აკრძალულია და ეს ქმედება ჯარიმას ითვალისწინებს.

15202714_161321641007630_6228869529039564021_n

კომენტარები

სხვა სიახლეები