iPhone 7-ის აფეთქების ახალი შემთხვევა ავსტრალიაში დაფიქსირდა – ქალმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ავსტრალიელმა მელანი ტან პელესმა განაცხადა, რომ სმარტფონი დასატენად შეაერთა და ხელში ეჭირა. ქალს ჩაეძინა. მალე ის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა, ამ დროს გაჯეტი უკვე იწვოდა. თავისი ისტორია მელანიმ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. გოგონა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომ Apple-ს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს.
სხვა სიახლეები