ნიკა ლომიძე მისი შვილის გულშემატკივრებს პასუხს ვეღარ უბრუნებს

ძალიან პოზიტიური და აქტიური ტელეწამყვანის ნიკა ლომიძის და მოცეკვავე თეა გობეჯიშვილის შვილმა ნიტამ, გუშინ საზოგადობა თავისი ცეკვით შოკში ჩააგდო, ნიტა „იმედის“ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობს. მას შემდეგ, რაც ცეკვა ეთერში გავიდა, ნიკუშა ლომიძის ფეისბუქ გვერდი მილოცვებით, აღფრთოვანების გამომხატველი და თბილი კომენტარებით აივსო. „ნიტა ტანვარჯიშზე 4 წლიდან ყოველდღე დადის. გარდა ამისა, მის “ანგარიშზე” სამი ფილმია – “ანო და ვანოს თავგადასავალი”, “ცელქი ბავშვები”და “ლურჯი ფრინველი”. ასევე ორი სპექტაკლი: “მუსიკის ჰანგები”და “ლურჯი ფრინველი”. “დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვიიიის !!!!!” – წერს ნიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები